From Community Priorities to Policy Recommendations: Strengthening Local Democracy in Adjara

Category: Policy Recommendations & Local Advocacy

How can citizens participate more meaningfully in local decision-making? How can municipalities make public information easier to access, ensure inclusive consultations and provide transparent feedback on citizens’ proposals?

As part of the Regional Resilience Hub initiative, developed by Step Toward Success (STS) within the Eastern Partnership (EaP) Civil Society Fellowship, a package of three policy recommendations has been prepared to promote municipal transparency and inclusive civic participation in Adjara.

The recommendations focus on three interconnected areas:

1. Improving Access to Municipal Information

Making municipal information more accessible, organised and understandable, helping citizens find information about council meetings, public consultations, decisions and opportunities to participate.

2. Strengthening Inclusive Community Consultations

Encouraging regular consultations that reach different communities, including rural residents, women, young people and representatives of minority communities, through accessible in-person and online formats.

3. Establishing Transparent Follow-up on Citizens’ Proposals

Promoting clear procedures for recording, tracking and responding to citizens’ petitions, recommendations and other proposals, while making follow-up information publicly accessible and protecting personal data.

The recommendations include separate local examples for Keda Municipality and Batumi, drawing on publicly available municipal information, existing participation mechanisms and the applicable local self-government framework.

They are intended to support constructive dialogue between civil society and local authorities and to encourage practical improvements in citizen engagement.

The recommendations are currently presented as a working policy package for stakeholder validation and further discussion.

Explore the recommendations and access the documents:

Download the Three Policy Recommendations – English

Download the Three Policy Recommendations – Georgian

Stronger communities start with meaningful participation.


საზოგადოების საჭიროებებიდან პოლიტიკის რეკომენდაციებამდე: ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერება აჭარაში

კატეგორია: პოლიტიკის რეკომენდაციები და ადგილობრივი ადვოკატირება

როგორ შეიძლება მოქალაქეებმა უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში? როგორ შეუძლიათ მუნიციპალიტეტებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ინკლუზიური კონსულტაციების უზრუნველყოფა და მოქალაქეთა წინადადებებზე გამჭვირვალე უკუკავშირის მიწოდება?

აჭარაში განხორციელებული რეგიონული მედეგობის ჰაბის ინიციატივის ფარგლებში „ნაბიჯი წარმატებისკენ“-მა, აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიის ფარგლებში, მოამზადა პოლიტიკის სამი რეკომენდაციისგან შემდგარი პაკეტი, რომლის მიზანია მუნიციპალური გამჭვირვალობისა და ინკლუზიური სამოქალაქო მონაწილეობის ხელშეწყობა.

რეკომენდაციები სამ ურთიერთდაკავშირებულ მიმართულებას მოიცავს:

1. მუნიციპალურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება

მუნიციპალური ინფორმაციის უფრო ხელმისაწვდომად, ერთიანად და გასაგებად წარმოდგენა, რათა მოქალაქეებმა მარტივად მოიძიონ ინფორმაცია საკრებულოს სხდომების, საჯარო კონსულტაციების, გადაწყვეტილებებისა და მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ.

2. ინკლუზიური საზოგადოებრივი კონსულტაციების გაძლიერება

რეგულარული კონსულტაციების ხელშეწყობა, რომლებიც სხვადასხვა თემს მოიცავს, მათ შორის სოფლის მოსახლეობას, ქალებს, ახალგაზრდებსა და უმცირესობათა წარმომადგენლებს, მათთვის ხელმისაწვდომი პირისპირ და ონლაინ ფორმატების გამოყენებით.

3. მოქალაქეთა წინადადებებზე რეაგირებისა და უკუკავშირის გამჭვირვალე მექანიზმის დანერგვა

მოქალაქეთა პეტიციების, რეკომენდაციებისა და სხვა წინადადებების აღრიცხვის, განხილვისა და მათზე პასუხის გაცემის მკაფიო პროცედურების ხელშეწყობა, პერსონალური მონაცემების დაცვის პარალელურად.

რეკომენდაციები მოიცავს ქედის მუნიციპალიტეტისა და ქალაქ ბათუმის ადგილობრივ კონტექსტზე მორგებულ მაგალითებს და ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ მუნიციპალურ ინფორმაციას, მოქალაქეთა მონაწილეობის არსებულ მექანიზმებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოქმედ სამართლებრივ ჩარჩოს.

მათი მიზანია სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობა და მოქალაქეთა ჩართულობის პრაქტიკული გაუმჯობესების წახალისება.

ამ ეტაპზე რეკომენდაციები წარმოდგენილია სამუშაო პაკეტის სახით, დაინტერესებულ მხარეებთან გადამოწმებისა და შემდგომი განხილვისთვის.

გაეცანით რეკომენდაციებს და ჩამოტვირთეთ დოკუმენტები:

ჩამოტვირთე სამი პოლიტიკის რეკომენდაცია — ქართულად

Download the Three Policy Recommendations — English

ძლიერი თემები meaningful მონაწილეობით იწყება.

Leave a Reply

Is this your new site? Log in to activate admin features and dismiss this message
Log In