Explore the Regional Resilience Library

Practical tools and knowledge for stronger civil society organisations and resilient communities.

Welcome to the Regional Resilience Library, a digital space bringing together practical guides, downloadable resources, checklists, templates and learning materials for civil society organisations, youth leaders and community initiatives across Georgia.

Whether you are establishing a new organisation, improving your internal procedures, looking for more sustainable funding, strengthening digital security or trying to bring community concerns to the attention of local decision-makers, you will find practical resources to support your work.

Explore the six thematic areas below and choose the materials that best respond to your needs.


Explore by topic

01. Legal and Organisational Resilience

Build stronger, more accountable and well-organised civil society initiatives.

Find practical guidance and tools to strengthen organisational governance, understand legal and compliance responsibilities, improve internal procedures and maintain essential organisational documentation.

Explore resources:

  • Chapter 2: Legal and Organisational Resilience
  • CSO Legal Compliance Self-Assessment
  • Governance and Documentation Checklist
  • Legal Clinic Preparation Form
  • Internal Decision Record
  • Corrective Action Tracker

Useful for: CSOs, community initiatives, youth-led organisations and emerging civic groups.

02. Financial Resilience and Resource Diversification

Explore ways to strengthen your organisation’s financial sustainability.

Discover practical approaches to funding diversification beyond traditional grants, including crowdfunding, community contributions, social entrepreneurship, earned income and partnerships with local businesses.

Explore resources:

  • Chapter 3: Financial Resilience and Resource Diversification
  • Funding Health Check
  • Funding Opportunity Scoring Tool
  • Crowdfunding Campaign Planning Guide
  • Business Partnership Proposition Framework
  • 90-Day Financial Diversification Plan
  • Financial Diversification Canvas

Useful for: Organisations seeking to diversify income, develop new partnerships and plan for long-term financial sustainability.

03. Digital Safety and Data Protection

Protect your organisation, your information and the people you work with.

Access practical materials on digital security, account protection, personal data, safe communication, risk prevention and responsible online advocacy.

Explore resources:

  • Chapter 4: Digital Safety, Data Protection and Safe Advocacy
  • Five-Minute Digital Safety Check
  • Advocacy Risk Map
  • Five-Step Incident Response Guide
  • Team Digital Safety Protocol
  • Seven-Day Digital Safety Action Plan

Useful for: Organisations, youth leaders, volunteers and teams working with participants’ or community members’ information.

04. Civic Participation and Local Advocacy

Turn community concerns into constructive proposals for change.

Learn how to identify local problems, gather evidence, map relevant stakeholders, prepare policy recommendations, communicate with municipal authorities and follow up on public proposals.

Explore resources:

  • Chapter 5: Civic Participation and Local Advocacy
  • Community Problem Definition Template
  • Stakeholder Mapping Tool
  • One-Page Policy Recommendation Template
  • Municipal Meeting Preparation Sheet
  • Policy Submission and Follow-Up Tracker

Useful for: Youth leaders, civic activists, community representatives and organisations interested in local decision-making.

05. Regional Networks and Partnerships

Connect people, organisations and communities through meaningful cooperation.

Find practical tools for identifying potential partners, building trust, organising networking activities, agreeing on shared objectives and maintaining partnerships beyond individual projects.

Explore resources:

  • Chapter 6: Building Regional Networks and Partnerships
  • Regional Network Mapping Tool
  • Partnership Action Plan
  • Partnership Health Check
  • Networking Event Planning Checklist
  • 60-Day Regional Networking Action Plan

Useful for: Civil society organisations, youth networks, community groups and organisations seeking regional cooperation.

06. The Regional Resilience Hub Model

Discover how to develop and adapt a regional support model.

Explore the experience and practical approach of the Regional Resilience Hub initiative in Adjara. This section provides guidance for organisations and local actors interested in developing similar support initiatives in other regions.

Explore resources:

  • Chapter 1: Understanding the Regional Resilience Hub
  • Chapter 7: Replicating the Regional Resilience Hub Model in Other Regions
  • Regional Hub Concept Note Template
  • 90-Day Hub Launch Roadmap
  • Quarterly Learning and Review Tool

Useful for: Regional organisations, local initiatives, youth networks and practitioners interested in strengthening civic ecosystems beyond major urban centres.


Featured Publication

Regional Resilience Toolkit

The Regional Resilience Toolkit is the Library’s central practical publication. It brings together seven chapters of guidance, practical checklists, worksheets, templates and a resource directory.

The Toolkit covers legal and organisational resilience, financial sustainability, digital safety, civic participation, advocacy, partnerships and the development of regional support models.

Available in English and Georgian.

Download the English Toolkit – PDF

Download the Georgian Toolkit – PDF


How to use the Library

The resources are designed to be practical and adaptable.

  1. Identify your need. Choose the topic that best reflects your organisation’s current challenge.
  2. Explore the materials. Read the relevant chapter or guide to understand the issue and possible approaches.
  3. Use the tools. Download a checklist, worksheet or template and adapt it to your organisation.
  4. Put knowledge into practice. Agree on responsibilities and realistic next steps.
  5. Review and improve. Use the tools regularly, document lessons and update your organisational practices.

You do not need to use every resource. Start with one practical tool and build from there.

A Living Resource

The Regional Resilience Library is intended to remain a useful resource beyond the activities through which it was initially developed. Its materials may be reviewed and updated as legal requirements, institutional procedures and practical needs evolve.

We welcome feedback, suggestions for additional resources and examples of how organisations use the available materials.

Important Note

The resources are provided for educational and informational purposes. They do not replace professional legal, financial, tax or technical advice. Users should verify current legal and institutional requirements before relying on the materials and seek qualified professional guidance where necessary.

Developed by Step Toward Success (STS) within the Eastern Partnership (EaP) Civil Society Fellowship, through the Regional Resilience Hub initiative in Adjara, Georgia.


დაათვალიერე რეგიონული მედეგობის ბიბლიოთეკა

პრაქტიკული ინსტრუმენტები და ცოდნა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედეგი თემებისთვის.

მოგესალმებით რეგიონული მედეგობის ბიბლიოთეკაში — ციფრულ სივრცეში, რომელიც აერთიანებს პრაქტიკულ გზამკვლევებს, ჩამოსატვირთ რესურსებს, საკონტროლო სიებს, შაბლონებსა და სასწავლო მასალებს საქართველოს მასშტაბით მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, ახალგაზრდული ლიდერებისა და სათემო ინიციატივებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი ორგანიზაციის ჩამოყალიბებას გეგმავთ, ორგანიზაციული პროცედურების გაუმჯობესება გსურთ, ფინანსური რესურსების დივერსიფიკაციის გზებს ეძებთ, ციფრული უსაფრთხოების გაძლიერება გჭირდებათ თუ ადგილობრივ გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე თემის საჭიროებების მიტანა გსურთ, აქ იპოვით პრაქტიკულ რესურსებს, რომლებიც თქვენს საქმიანობას დაეხმარება.

დაათვალიერეთ ექვსი თემატური მიმართულება და შეარჩიეთ მასალები, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს საჭიროებებს.


დაათვალიერე თემატური მიმართულებები

01. სამართლებრივი და ორგანიზაციული მედეგობა

გააძლიერე ორგანიზაცია და შექმენი უფრო გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი მართვის სისტემა.

გაეცანი პრაქტიკულ გზამკვლევებსა და ინსტრუმენტებს ორგანიზაციული მართვის, სამართლებრივი და შესაბამისობის ვალდებულებების, შიდა პროცედურებისა და აუცილებელი ორგანიზაციული დოკუმენტაციის შესახებ.

რესურსები:

  • თავი 2: სამართლებრივი და ორგანიზაციული მედეგობა
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის სამართლებრივი შესაბამისობის თვითშეფასება
  • მართვისა და დოკუმენტაციის საკონტროლო სია
  • იურიდიული კონსულტაციისთვის მომზადების ფორმა
  • შიდა გადაწყვეტილების ჩანაწერის ფორმა
  • გამოსასწორებელი ღონისძიებების მონიტორინგის ცხრილი

ვისთვის არის სასარგებლო: სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, სათემო ინიციატივებისთვის, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და დამწყები სამოქალაქო ჯგუფებისთვის.

02. ფინანსური მედეგობა და რესურსების დივერსიფიკაცია

აღმოაჩინე ორგანიზაციის ფინანსური მდგრადობის გაძლიერების გზები.

გაეცანი დაფინანსების დივერსიფიკაციის პრაქტიკულ მიდგომებს, მათ შორის ქრაუდფანდინგს, საზოგადოების მხარდაჭერას, სოციალურ მეწარმეობას, საკუთარი შემოსავლების გენერირებასა და ადგილობრივ ბიზნესთან პარტნიორობას.

რესურსები:

  • თავი 3: ფინანსური მედეგობა და რესურსების დივერსიფიკაცია
  • ფინანსური მდგომარეობის შეფასების ფორმა
  • დაფინანსების შესაძლებლობების შეფასების ინსტრუმენტი
  • ქრაუდფანდინგის კამპანიის დაგეგმვის გზამკვლევი
  • ბიზნესპარტნიორობის შეთავაზების სტრუქტურა
  • ფინანსური დივერსიფიკაციის 90-დღიანი გეგმა
  • ფინანსური დივერსიფიკაციის სამუშაო ტილო

ვისთვის არის სასარგებლო: ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სურთ დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია, ახალი პარტნიორების მოძიება და გრძელვადიანი ფინანსური მდგრადობის დაგეგმვა.

03. ციფრული უსაფრთხოება და პერსონალურ მონაცემთა დაცვა

დაიცავი შენი ორგანიზაცია, ინფორმაცია და ადამიანები, რომლებთანაც მუშაობ.

გამოიყენე პრაქტიკული მასალები ციფრული უსაფრთხოების, ანგარიშების დაცვის, პერსონალური მონაცემების, უსაფრთხო კომუნიკაციის, რისკების პრევენციისა და ონლაინ ადვოკატირების შესახებ.

რესურსები:

  • თავი 4: ციფრული უსაფრთხოება, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და უსაფრთხო ადვოკატირება
  • ციფრული უსაფრთხოების ხუთწუთიანი შემოწმება
  • ადვოკატირების რისკების რუკა
  • ინციდენტზე რეაგირების ხუთსაფეხურიანი გზამკვლევი
  • გუნდის ციფრული უსაფრთხოების პროტოკოლი
  • ციფრული უსაფრთხოების შვიდდღიანი სამოქმედო გეგმა

ვისთვის არის სასარგებლო: ორგანიზაციებისთვის, ახალგაზრდული ლიდერებისთვის, მოხალისეებისა და გუნდებისთვის, რომლებიც მუშაობენ მონაწილეთა ან თემის წევრთა პერსონალურ ინფორმაციასთან.

04. სამოქალაქო მონაწილეობა და ადგილობრივი ადვოკატირება

გადააქციე საზოგადოების საჭიროებები კონკრეტულ წინადადებებად და ცვლილებების ინიციატივებად.

ისწავლე ადგილობრივი პრობლემების გამოვლენა, მტკიცებულებების შეგროვება, დაინტერესებული მხარეების განსაზღვრა, პოლიტიკის რეკომენდაციების მომზადება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და წარდგენილი წინადადებების შემდგომი მონიტორინგი.

რესურსები:

  • თავი 5: სამოქალაქო მონაწილეობა და ადგილობრივი ადვოკატირება
  • საზოგადოებრივი პრობლემის განსაზღვრის ფორმა
  • დაინტერესებული მხარეების რუკის შედგენის ინსტრუმენტი
  • პოლიტიკის რეკომენდაციის ერთგვერდიანი შაბლონი
  • მუნიციპალიტეტთან შეხვედრისთვის მოსამზადებელი ფორმა
  • რეკომენდაციის წარდგენისა და შემდგომი მონიტორინგის ცხრილი

ვისთვის არის სასარგებლო: ახალგაზრდული ლიდერებისთვის, სამოქალაქო აქტივისტებისთვის, თემის წარმომადგენლებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ადგილობრივ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მონაწილეობით არიან დაინტერესებული.

05. რეგიონული ქსელები და პარტნიორობა

დააკავშირე ადამიანები, ორგანიზაციები და თემები ეფექტიანი თანამშრომლობის გზით.

გაეცანი პრაქტიკულ ინსტრუმენტებს პოტენციური პარტნიორების გამოსავლენად, ნდობის ჩამოსაყალიბებლად, ქსელური ღონისძიებების დასაგეგმად, საერთო მიზნების შესათანხმებლად და პარტნიორობის შესანარჩუნებლად ცალკეული პროექტების დასრულების შემდეგაც.

რესურსები:

  • თავი 6: რეგიონული ქსელებისა და პარტნიორობის განვითარება
  • რეგიონული ქსელის რუკის შედგენის ინსტრუმენტი
  • პარტნიორობის სამოქმედო გეგმა
  • პარტნიორობის მდგომარეობის შეფასების ფორმა
  • ქსელური ღონისძიების დაგეგმვის საკონტროლო სია
  • რეგიონული ქსელის განვითარების 60-დღიანი სამოქმედო გეგმა

ვისთვის არის სასარგებლო: სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, ახალგაზრდული ქსელებისთვის, სათემო ჯგუფებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება სურთ.

06. რეგიონული მედეგობის ჰაბის მოდელი

გაიგე, როგორ შექმნა და განავითარო რეგიონული მხარდაჭერის მოდელი.

გაეცანი აჭარაში განხორციელებული რეგიონული მედეგობის ჰაბის გამოცდილებასა და პრაქტიკულ მიდგომებს. ეს მიმართულება გზამკვლევებსა და ინსტრუმენტებს სთავაზობს ორგანიზაციებსა და ადგილობრივ აქტორებს, რომლებსაც სხვა რეგიონებში მსგავსი მხარდაჭერის ინიციატივების ჩამოყალიბება ან ადაპტირება სურთ.

რესურსები:

  • თავი 1: რეგიონული მედეგობის ჰაბის გაცნობა
  • თავი 7: რეგიონული მედეგობის ჰაბის მოდელის სხვა რეგიონებში დანერგვა
  • რეგიონული ჰაბის კონცეფციის შაბლონი
  • ჰაბის ამოქმედების 90-დღიანი საგზაო რუკა
  • კვარტალური შეფასებისა და გამოცდილების გაზიარების ინსტრუმენტი

ვისთვის არის სასარგებლო: რეგიონული ორგანიზაციებისთვის, ადგილობრივი ინიციატივებისთვის, ახალგაზრდული ქსელებისა და პრაქტიკოსებისთვის, რომლებიც დიდი ქალაქების მიღმაც სამოქალაქო ეკოსისტემების გაძლიერებაზე მუშაობენ.


რჩეული გამოცემა

რეგიონული მედეგობის პრაქტიკული გზამკვლევი

რეგიონული მედეგობის პრაქტიკული გზამკვლევი ბიბლიოთეკის მთავარი გამოცემაა. ის აერთიანებს შვიდ თავს, პრაქტიკულ საკონტროლო სიებს, სამუშაო ფურცლებს, შაბლონებსა და რესურსების ჩამონათვალს.

გზამკვლევი მოიცავს სამართლებრივ და ორგანიზაციულ მედეგობას, ფინანსურ მდგრადობას, ციფრულ უსაფრთხოებას, სამოქალაქო მონაწილეობას, ადვოკატირებას, პარტნიორობასა და რეგიონული მხარდაჭერის მოდელების განვითარებას.

ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ჩამოტვირთე გზამკვლევი ქართულად — PDF

ჩამოტვირთე გზამკვლევი ინგლისურად — PDF


როგორ გამოიყენო ბიბლიოთეკა?

ბიბლიოთეკის რესურსები პრაქტიკული გამოყენებისა და საჭიროებებზე მორგებისთვისაა შექმნილი.

  1. განსაზღვრე საჭიროება. შეარჩიე თემა, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება შენი ორგანიზაციის ამჟამინდელ გამოწვევას.
  2. გაეცანი მასალებს. წაიკითხე შესაბამისი თავი ან გზამკვლევი, რათა უკეთ გაიაზრო საკითხი და მისი გადაჭრის შესაძლო გზები.
  3. გამოიყენე ინსტრუმენტები. ჩამოტვირთე საკონტროლო სია, სამუშაო ფურცელი ან შაბლონი და მოარგე შენს ორგანიზაციას.
  4. გამოიყენე ცოდნა პრაქტიკაში. გადაანაწილე პასუხისმგებლობები და შეათანხმე რეალისტური შემდგომი ნაბიჯები.
  5. შეაფასე და გააუმჯობესე. რეგულარულად გამოიყენე ინსტრუმენტები, დააფიქსირე მიღებული გამოცდილება და განაახლე ორგანიზაციული პრაქტიკა.

არ არის აუცილებელი ყველა რესურსის გამოყენება. დაიწყე ერთი პრაქტიკული ინსტრუმენტით და განავითარე შენი საქმიანობა ეტაპობრივად.

მუდმივად განვითარებადი რესურსცენტრი

რეგიონული მედეგობის ბიბლიოთეკის მიზანია, სასარგებლო რესურსად დარჩეს იმ პროექტისა და აქტივობების დასრულების შემდეგაც, რომელთა ფარგლებშიც თავდაპირველად შეიქმნა. მასალები პერიოდულად შეიძლება გადაიხედოს და განახლდეს სამართლებრივი მოთხოვნების, ინსტიტუციური პროცედურებისა და პრაქტიკული საჭიროებების ცვლილების შესაბამისად.

მოხარულები ვიქნებით, თუ გაგვიზიარებთ უკუკავშირს, შემოგვთავაზებთ დამატებით რესურსებს ან მოგვიყვებით, როგორ იყენებთ ბიბლიოთეკაში განთავსებულ მასალებს.

მნიშვნელოვანი შენიშვნა

ბიბლიოთეკაში განთავსებული რესურსები საგანმანათლებლო და საინფორმაციო მიზნებისთვისაა განკუთვნილი. ისინი არ ანაცვლებს პროფესიულ იურიდიულ, ფინანსურ, საგადასახადო ან ტექნიკურ კონსულტაციას. მასალებზე დაყრდნობამდე მომხმარებლებმა უნდა გადაამოწმონ მოქმედი სამართლებრივი და ინსტიტუციური მოთხოვნები და საჭიროების შემთხვევაში მიმართონ შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტს.

შემუშავებულია „ნაბიჯი წარმატებისკენ“-ის მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიის ფარგლებში, აჭარაში განხორციელებული რეგიონული მედეგობის ჰაბის ინიციატივის საფუძველზე.

Is this your new site? Log in to activate admin features and dismiss this message
Log In