About the Regional Resilience Library

Practical knowledge. Stronger organisations. Resilient communities.

What is the Regional Resilience Library?

The Regional Resilience Library is a digital resource centre developed by Step Toward Success (STS) within the framework of the Eastern Partnership (EaP) Civil Society Fellowship, through the Regional Resilience Hub initiative in Adjara, Georgia.

The Library brings together practical guidance, downloadable resources, checklists, templates and learning materials designed to help youth leaders, civil society organisations, community groups and local initiatives strengthen their capacity and build more resilient organisations.

It provides accessible tools in areas that are essential for sustainable civic engagement: organisational development, legal compliance, financial sustainability, digital safety, civic participation and regional cooperation.

Why was the Library created?

Civil society organisations and youth initiatives play an important role in strengthening communities, encouraging participation and addressing local challenges. However, organisations working at the regional and community levels may have limited access to specialised knowledge, practical guidance and capacity-building resources.

The Regional Resilience Library was created to help address this gap by bringing useful information and practical tools together in one accessible digital space.

Initially developed through experience gained in Adjara, the Library is designed to be adaptable and useful for civil society actors and youth initiatives in other regions of Georgia as well.

What will you find in the Library?

The Library is organised around six interconnected areas:

1. Legal and Organisational Resilience

Practical guidance on organisational governance, legal compliance, internal policies, documentation and organisational accountability.

2. Financial Resilience and Resource Diversification

Tools and learning materials on financial planning, crowdfunding, social entrepreneurship, earned income and partnerships with local businesses.

3. Digital Safety and Data Protection

Practical resources on account security, personal data protection, safe communication, risk prevention and responsible digital advocacy.

4. Civic Participation and Local Advocacy

Guidance on identifying community needs, engaging with local decision-makers, preparing policy recommendations and following up on public proposals.

5. Regional Networks and Partnerships

Tools for building partnerships, strengthening cooperation between local actors, organising networking activities and maintaining regional connections.

6. The Regional Resilience Hub Model

A practical approach to establishing and adapting regional support initiatives, including needs assessment, partnership development, implementation planning and monitoring.

Who can use the Library?

The Library is intended for:

  • Civil society organisations and community-based initiatives.
  • Youth leaders and emerging civic activists.
  • Women leaders and representatives of minority communities.
  • Rural and regional organisations.
  • Volunteers, trainers, mentors and practitioners supporting civic engagement.
  • Anyone interested in strengthening community participation and organisational resilience.

How can you use the resources?

You can explore the Library by topic, read the available guidance, download templates and adapt the materials to your organisation’s needs and local context.

The resources are designed for practical use. You do not need to work through every section: start with the topic that responds to your current challenge and use the relevant checklist, template or guide to plan your next steps.

Our approach

The Regional Resilience Library is built around five principles:

  • Practicality: Resources should help readers take concrete action.
  • Accessibility: Information should be understandable and easy to use.
  • Inclusion: Regional, rural and underrepresented communities should have access to relevant knowledge and tools.
  • Adaptability: Materials can be adjusted to different organisational sizes and local contexts.
  • Sustainability: Knowledge and resources should remain useful beyond individual projects and activities.

About the initiative

The Regional Resilience Library was developed through the Regional Resilience Hub: Strengthening Adjara’s Civic Space initiative, implemented by Step Toward Success (STS) within the Eastern Partnership (EaP) Civil Society Fellowship.

The initiative focused on strengthening the capacity of youth leaders and civil society actors in Adjara by providing practical legal, financial, digital safety and advocacy resources, while encouraging regional cooperation and participation in local decision-making.

The Library and the accompanying Regional Resilience Toolkit are intended to preserve and share the knowledge and practical tools developed through this initiative.

Important note

The materials available in this Library are intended for educational and informational purposes. They do not replace professional legal, financial, tax or technical advice. Laws, regulations and institutional procedures may change; users should verify current requirements and seek qualified professional guidance where necessary.

Join the learning community

We believe resilient communities are built through shared knowledge, cooperation and active participation.

Explore the resources, adapt the tools, share your experience and help strengthen civic initiatives across Georgia.

Developed by Step Toward Success (STS) within the Eastern Partnership (EaP) Civil Society Fellowship.

რეგიონული მედეგობის ბიბლიოთეკის შესახებ

პრაქტიკული ცოდნა. ძლიერი ორგანიზაციები. მედეგი თემები.

რა არის რეგიონული მედეგობის ბიბლიოთეკა?

რეგიონული მედეგობის ბიბლიოთეკა ციფრული რესურსცენტრია, რომელიც შეიქმნა „ნაბიჯი წარმატებისკენ“ ორგანიზაციის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიის ფარგლებში, აჭარაში განხორციელებული „რეგიონული მედეგობის ჰაბის“ ინიციატივის საფუძველზე.

ბიბლიოთეკა აერთიანებს პრაქტიკულ გზამკვლევებს, ჩამოსატვირთ რესურსებს, საკონტროლო სიებს, შაბლონებსა და სასწავლო მასალებს, რომლებიც ახალგაზრდულ ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, სათემო ჯგუფებსა და ადგილობრივ ინიციატივებს ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერებასა და უფრო მედეგი ორგანიზაციების ჩამოყალიბებაში ეხმარება.

ბიბლიოთეკა მოიცავს მდგრადი სამოქალაქო საქმიანობისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებს: ორგანიზაციულ განვითარებას, სამართლებრივ შესაბამისობას, ფინანსურ მდგრადობას, ციფრულ უსაფრთხოებას, სამოქალაქო მონაწილეობასა და რეგიონულ თანამშრომლობას.

რატომ შეიქმნა ბიბლიოთეკა?

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ახალგაზრდული ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თემების გაძლიერებაში, მოქალაქეთა მონაწილეობის წახალისებასა და ადგილობრივი გამოწვევების მოგვარებაში. თუმცა, რეგიონებსა და ადგილობრივ თემებში მომუშავე ორგანიზაციებს ხშირად შეიძლება შეზღუდული ჰქონდეთ წვდომა სპეციალიზებულ ცოდნაზე, პრაქტიკულ კონსულტაციებსა და შესაძლებლობების განვითარების რესურსებზე.

რეგიონული მედეგობის ბიბლიოთეკა სწორედ ამ საჭიროებაზე საპასუხოდ შეიქმნა. მისი მიზანია სასარგებლო ინფორმაციისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების ერთ, ხელმისაწვდომ ციფრულ სივრცეში თავმოყრა.

ბიბლიოთეკა თავდაპირველად აჭარაში მიღებულ გამოცდილებას ეფუძნება, თუმცა მისი რესურსები ადაპტირებულია იმისთვის, რომ მათი გამოყენება საქართველოს სხვა რეგიონებში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ახალგაზრდულ ინიციატივებსაც შეეძლოთ.

რას იპოვით ბიბლიოთეკაში?

ბიბლიოთეკა ექვს ურთიერთდაკავშირებულ მიმართულებას აერთიანებს:

1. სამართლებრივი და ორგანიზაციული მედეგობა

პრაქტიკული ინფორმაცია ორგანიზაციული მართვის, სამართლებრივი შესაბამისობის, შიდა პოლიტიკის, დოკუმენტაციისა და ორგანიზაციული ანგარიშვალდებულების შესახებ.

2. ფინანსური მედეგობა და რესურსების დივერსიფიკაცია

ინსტრუმენტები და სასწავლო მასალები ფინანსური დაგეგმვის, ქრაუდფანდინგის, სოციალური მეწარმეობის, საკუთარი შემოსავლების გენერირებისა და ადგილობრივ ბიზნესთან თანამშრომლობის შესახებ.

3. ციფრული უსაფრთხოება და პერსონალურ მონაცემთა დაცვა

პრაქტიკული რესურსები ანგარიშების უსაფრთხოების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, უსაფრთხო კომუნიკაციის, რისკების პრევენციისა და პასუხისმგებლიანი ციფრული ადვოკატირების შესახებ.

4. სამოქალაქო მონაწილეობა და ადგილობრივი ადვოკატირება

გზამკვლევები საზოგადოებრივი საჭიროებების გამოვლენის, ადგილობრივ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან თანამშრომლობის, პოლიტიკის რეკომენდაციების მომზადებისა და მოქალაქეთა ინიციატივებზე რეაგირების მონიტორინგის შესახებ.

5. რეგიონული ქსელები და პარტნიორობა

ინსტრუმენტები პარტნიორობის ჩამოყალიბების, ადგილობრივ აქტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების, ქსელური ღონისძიებების დაგეგმვისა და რეგიონული კავშირების შენარჩუნებისთვის.

6. რეგიონული მედეგობის ჰაბის მოდელი

პრაქტიკული მიდგომა რეგიონული მხარდაჭერის ინიციატივების ჩამოყალიბებისა და ადაპტირებისთვის, მათ შორის საჭიროებების შეფასების, პარტნიორობის განვითარების, საქმიანობის დაგეგმვისა და მონიტორინგის მიმართულებით.

ვისთვის არის განკუთვნილი ბიბლიოთეკა?

ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლიათ:

  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და სათემო ინიციატივებს;
  • ახალგაზრდულ ლიდერებსა და დამწყებ სამოქალაქო აქტივისტებს;
  • ქალ ლიდერებსა და უმცირესობათა თემების წარმომადგენლებს;
  • რეგიონებსა და სოფლებში მომუშავე ორგანიზაციებს;
  • მოხალისეებს, ტრენერებს, მენტორებსა და სამოქალაქო ჩართულობის მიმართულებით მომუშავე პრაქტიკოსებს;
  • ყველას, ვისაც თემის გაძლიერებისა და ორგანიზაციული მედეგობის საკითხები აინტერესებს.

როგორ გამოიყენოთ ბიბლიოთეკის რესურსები?

შეგიძლიათ გაეცნოთ ბიბლიოთეკის თემატურ მიმართულებებს, წაიკითხოთ გზამკვლევები, ჩამოტვირთოთ შაბლონები და მოარგოთ მასალები თქვენი ორგანიზაციის საჭიროებებსა და ადგილობრივ კონტექსტს.

რესურსები პრაქტიკული გამოყენებისთვისაა შექმნილი. არ არის აუცილებელი ყველა მასალის თანმიმდევრულად გაცნობა, დაიწყეთ იმ მიმართულებით, რომელიც თქვენს ამჟამინდელ გამოწვევას შეესაბამება, შეარჩიეთ შესაბამისი საკონტროლო სია, შაბლონი ან გზამკვლევი და დაგეგმეთ კონკრეტული ნაბიჯები.

ჩვენი მიდგომა

რეგიონული მედეგობის ბიბლიოთეკა ხუთ ძირითად პრინციპს ეფუძნება:

  • პრაქტიკულობა: რესურსები მომხმარებელს კონკრეტული მოქმედებების დაგეგმვასა და განხორციელებაში უნდა დაეხმაროს.
  • ხელმისაწვდომობა: ინფორმაცია უნდა იყოს გასაგები და მარტივად გამოსაყენებელი.
  • ინკლუზიურობა: რეგიონებს, სოფლის თემებსა და ნაკლებად წარმოდგენილ ჯგუფებს უნდა ჰქონდეთ საჭირო ცოდნასა და ინსტრუმენტებზე წვდომა.
  • ადაპტირებადობა: მასალები შეიძლება მოერგოს სხვადასხვა ზომის ორგანიზაციისა და ადგილობრივი თემის საჭიროებებს.
  • მდგრადობა: ცოდნა და რესურსები სასარგებლო უნდა დარჩეს ცალკეული პროექტებისა და ღონისძიებების დასრულების შემდეგაც.

ინიციატივის შესახებ

რეგიონული მედეგობის ბიბლიოთეკა შეიქმნა ინიციატივის „რეგიონული მედეგობის ჰაბი: სამოქალაქო სივრცის გაძლიერება აჭარაში“ ფარგლებში. ინიციატივა განხორციელდა „ნაბიჯი წარმატებისკენ“ ორგანიზაციის მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიის მხარდაჭერით.

ინიციატივა მიზნად ისახავდა აჭარაში ახალგაზრდული ლიდერებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერებას პრაქტიკული სამართლებრივი, ფინანსური, ციფრული უსაფრთხოებისა და ადვოკატირების რესურსების მიწოდებით, ასევე რეგიონული თანამშრომლობისა და ადგილობრივ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მონაწილეობის ხელშეწყობით.

ბიბლიოთეკა და მასთან დაკავშირებული „რეგიონული მედეგობის პრაქტიკული გზამკვლევი“ მიზნად ისახავს ინიციატივის ფარგლებში დაგროვილი ცოდნისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების შენარჩუნებასა და გაზიარებას.

მნიშვნელოვანი შენიშვნა

ბიბლიოთეკაში განთავსებული მასალები საგანმანათლებლო და საინფორმაციო მიზნებისთვისაა განკუთვნილი. ისინი არ ანაცვლებს პროფესიულ იურიდიულ, ფინანსურ, საგადასახადო ან ტექნიკურ კონსულტაციას. კანონები, რეგულაციები და ინსტიტუციური პროცედურები შეიძლება შეიცვალოს. გამოყენებამდე გადაამოწმეთ მოქმედი მოთხოვნები და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტს.

შემოუერთდით ცოდნის გაზიარების პროცესს

გვჯერა, რომ მედეგი თემები საერთო ცოდნით, თანამშრომლობითა და აქტიური მონაწილეობით შენდება.

გაეცანით რესურსებს, მოარგეთ ინსტრუმენტები თქვენს საჭიროებებს, გაგვიზიარეთ გამოცდილება და ხელი შეუწყვეთ საქართველოს მასშტაბით სამოქალაქო ინიციატივების გაძლიერებას.

შემუშავებულია „ნაბიჯი წარმატებისკენ“-ის მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიის ფარგლებში.

Is this your new site? Log in to activate admin features and dismiss this message
Log In